კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვეტერინარული კლინიკის Vet-Express Co საიტზე!
 

მოგესალმებით!

      პრაქტიკულად ყოველ თქვენთაგანს, ვისაც უყვარს ცხოველები და გული შესტკივა მათ ჯანმრთელობაზე გვაკითხავენ ჩვენ - ვეტერინარულ სამსახურს, რათა გავუწიოთ ვეტერინარული დახმარება, კონსულტაცია, პროფილაქტიკური ღონისძიება - ვაქცინაცია, მკურნალობა თუ რეკომენდაცია, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ და მოხარულებიც. დროულ ვაქცინაციას, სწორ კვებას, კარგ მოვლას დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველის შემდგომ ჯანმრთელობაზე, ზრდა-განვითარებაზე. ჯანმრთელი ცხოველი კი დიდ სიამოვნებასა და სიხარულს გვჩუქნის ყოველ ჩვენთაგანს. ვეტერინარული ცენტრი "ვეტ-ექსპრესი" გთავაზობთ მომსახურეობის ფართო სპექტრს, ეს იქნება ბინაზე გამოძახება თუ სტაციონარულად, ამბულატორულად. - მოხარულები ვართ გაგიწიოთ კვალიფიციური - კომპეტენტური სამსახური ვაჩუქოთ თქვენს ცხოველს დიდი სიამოვნება, რასაც სიცოცხლე ჰქვია. თუ თქვენ არ გყავთ და გაქვთ სურვილი იყოლიოთ ცხოველი ამისათვის, როდესაც თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ აიყვანოთ ცხოველი ეს იქნება ძაღლი თუ კატა ან სხვა სახეობის ცხოველი, მობრძანდით ან დაგვეკონტაქტეთ, რომ გირჩიოთ და უკეთ წარმართოთ თქვენი საქმე. დროულ და სწორ ვეტერინარულ რეკომენდაციას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ცხოველისათვის. “ვეტ-ექსპრესი” გისურვებთ ბედნიერებას და ბევრ სიამოვნებას ოთხფეხა მეგობართან ერთად.

''ვეტ-ექსპრესი'' - თქვენი ოჯახის მეგობარი.

 

    ჩვენ სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება წარმოვადგენთ ახლად შექმნილ გუნდს, რომელიც დაკომპლექტებულია ვეტერინარ და ბიოლოგთა კადრებით,გვყავს პროფესიონალი იურისტი და ჟურნალისტები. ჩვენ ვიკრებთ ძალებს, რათა მოვახდინოთ სწრაფი რეგირება-ცხოველთან არასწორი მოპყრობასთან, მწვალებლურ აქთან. ასევე ვუწევთ ურატრონო ძაღლებს ვეტერინარულ დახმარებას, ანტირაბიულ ვაქცინაციას, კასტრაციას, სტერილიზაციას. ჩვენ ჯერ არ ვართ ფინანსურად შეძლებული ორგანიზაცია, რომ ავაშენოთ ცხოველთა თავშესაფარი, მაგრამ არანაკლებია ჩვენი ფუნქცია და მისია მათ საკეთილდღეოდ. ჩვენ მივესალმებით ყველა მეგობარ არასამთავრობო ცხოველთა დამცველ საზოგადოებებს და განსაკუთრებით ვალანტიორებს რომელიც გამოირჩევა აქტიურობით და კეთილშობილებით ცხოველების მიმართ ჩვენმა ერთობლიობამ და საერთო მიზნებმა უნდა მოგვიტანოს შედეგი. და ჩვენ გვჯერავს ეს ასე იქნება- ძალა ერთობაშია!

სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, ვეტერინარი ექიმი - ვახტანგ მამალაძე.

ძაღლის ჭირი

ჭირით ყველა სახის ცხოველი ავადდება, მაგრამ უფრო ამთვისებელია 2-5 თვის ასაკის ლეკვი. ძუძუ სწოვის ასაკში ლეკვი იშვიათად ავადდება. ვაქცინირებული და ბუნებრივად დაავადებამოხდილი დედის ლეკვი, როგორც წესი არ ავადდება. კოლოსტრალური იმუნიტეტი შენარჩუნდება ლეკვში 2 კვირა დედიდან მოცილების შემდეგ. თუ მას ამ ვადის გასვლის შემდეგ არ აუცრიან, ის შეიძლება დაავადდეს.

ეუთანაზია

მოცემულ სტატიაში პირველად ვეხებით ისეთ სპეციფიურ თემას, როგორიცაა ეუთანაზია და გვაქვს იმედი, რომ ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია დაეხმარებათ მფლობელებს რთული გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო მრავალ ცხოველს დაეხმარება დაღუპვისაგან თავის აცილებაში არასწორად რეკომენდირებული ეუთანაზიის გამო.

 ეუთანაზია (ეუტჰანესია) – განუკურნებელი ავადმყოფი ცხოველის შეგნებული დაღუპვა ტანჯვისაგან მისი გათავისუფლების მიზნით. მეცხოველეობაში ხშირად იყენებენ ტერმინს “იძულებითი დაკვლა”, რომელსაც ისეთი მაღალკონტაგიოზური ინფექციების გაჩენისას იყენებენ, როგორიცაა ციმბირული წყლული, ცოფი და ა.შ. მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჰუმანიტარულ მედიცინაში ეუთანაზია კანონმდებლურად აკრძალულია.

ეპილეფსია ცხოველებში

ეპილეფსია – ქრონიკული ნერვულ-ფსიქიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება განმეორებითი გულყრებით და მიმდინარეობს სხვადასხვა კლინიკური და პარაკლინიკური სიმპტომებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. ეპილეფსიის განვითარებაში გარკვეულ როლს ასულებს წინასწარგანწყობა და ტვინის ორგანული დაზიანება ( განვითარების დარღვევა, ასფიქსია, მექანიკური დაზიანებები მშობიარობის დროს, ინფექციები, ტვინის ტრავმა და სხვ.) ამასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია ეპილეფსიის დაყოფა – ,,გენუინურ” (მემკვიდრეობით განპირობებულ) და ,,სიმპტომურ” (ტვინის ორგანული დაზიანების შედეგი) ეპილეფსიებად. ეპილეფსური გულყრა განპირობებულია ნეირონული განმუხტვების გავრცელებით ეპილეფსური აქტიურობის კერიდან მთლიანად ტვინზე (გენერალიზებული გულყრა) ან მის ნაწილზე (პარციალური გულყრა)...

ძაღლები ინფორმაციას ისევე ამუშავებენ, როგორც ადამიანები.

საკმაოდ რთული გასარკვევია, ზუსტად რა ხდება ძაღლის ტვინში; ძაღლის გონებასთან დაკავშირებული კვლევები დღემდე საკმაოდ ხშირად აწყდებოდა სკეპტიციზმს, მაგრამ ბოლო წლებში, ძაღლების სხვადასხვა უნარებთან დაკავშირებული მცირე კვლევების საფუძველზე, დიდძალმა ფაქტებმა მოიყარა თავი; საუბარია ძაღლის უნარზე დააფიქსიროს სიმსივნური დაავადება, წინასწარ იგრძნოს სხვადასხვა შეტევის მოახლოება, გადაწყვიტოს რთული (ყოველ შემთხვევაში ძაღლისათვის) პრობლემები და ენაც კი ისწავლოს; რაც გვაფიქრებინებს, რომ მათ გაცილებით მეტი იციან, ვიდრე ჩვენ ოდესღაც გვეგონა.

 
© 2009 VET-EXPRESS Co. All Rights Reserved. Designed and Powered by INETAGE