კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვეტერინარული კლინიკის Vet-Express Co საიტზე!
 

მოგესალმებით!

      პრაქტიკულად ყოველ თქვენთაგანს, ვისაც უყვარს ცხოველები და გული შესტკივა მათ ჯანმრთელობაზე გვაკითხავენ ჩვენ - ვეტერინარულ სამსახურს, რათა გავუწიოთ ვეტერინარული დახმარება, კონსულტაცია, პროფილაქტიკური ღონისძიება - ვაქცინაცია, მკურნალობა თუ რეკომენდაცია, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ და მოხარულებიც. დროულ ვაქცინაციას, სწორ კვებას, კარგ მოვლას დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოველის შემდგომ ჯანმრთელობაზე, ზრდა-განვითარებაზე. ჯანმრთელი ცხოველი კი დიდ სიამოვნებასა და სიხარულს გვჩუქნის ყოველ ჩვენთაგანს. ვეტერინარული ცენტრი "ვეტ-ექსპრესი" გთავაზობთ მომსახურეობის ფართო სპექტრს, ეს იქნება ბინაზე გამოძახება თუ სტაციონარულად, ამბულატორულად. - მოხარულები ვართ გაგიწიოთ კვალიფიციური - კომპეტენტური სამსახური ვაჩუქოთ თქვენს ცხოველს დიდი სიამოვნება, რასაც სიცოცხლე ჰქვია. თუ თქვენ არ გყავთ და გაქვთ სურვილი იყოლიოთ ცხოველი ამისათვის, როდესაც თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ აიყვანოთ ცხოველი ეს იქნება ძაღლი თუ კატა ან სხვა სახეობის ცხოველი, მობრძანდით ან დაგვეკონტაქტეთ, რომ გირჩიოთ და უკეთ წარმართოთ თქვენი საქმე. დროულ და სწორ ვეტერინარულ რეკომენდაციას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ცხოველისათვის. “ვეტ-ექსპრესი” გისურვებთ ბედნიერებას და ბევრ სიამოვნებას ოთხფეხა მეგობართან ერთად. “ვეტ-ექსპრესი” - თქვენი ოჯახის მეგობარი.

    ჩვენ სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება წარმოვადგენთ ახლად შექმნილ გუნდს, რომელიც დაკომპლექტებულია ვეტერინარ და ბიოლოგთა კადრებით,გვყავს პროფესიონალი იურისტი და ჟურნალისტები. ჩვენ ვიკრებთ ძალებს, რათა მოვახდინოთ სწრაფი რეგირება-ცხოველთან არასწორი მოპყრობასთან, მწვალებლურ აქთან. ასევე ვუწევთ ურატრონო ძაღლებს ვეტერინარულ დახმარებას, ანტირაბიულ ვაქცინაციას, კასტრაციას, სტერილიზაციას. ჩვენ ჯერ არ ვართ ფინანსურად შეძლებული ორგანიზაცია, რომ ავაშენოთ ცხოველთა თავშესაფარი, მაგრამ არანაკლებია ჩვენი ფუნქცია და მისია მათ საკეთილდღეოდ. ჩვენ მივესალმებით ყველა მეგობარ არასამთავრობო ცხოველთა დამცველ საზოგადოებებს და განსაკუთრებით ვალანტიორებს რომელიც გამოირჩევა აქტიურობით და კეთილშობილებით ცხოველების მიმართ ჩვენმა ერთობლიობამ და საერთო მიზნებმა უნდა მოგვიტანოს შედეგი. და ჩვენ გვჯერავს ეს ასე იქნება- ძალა ერთობაშია!

სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, ვეტერინარი ექიმი - ვახტანგ მამალაძე.

 
© 2009 VET-EXPRESS Co. All Rights Reserved. Designed and Powered by INETAGE